“მოხარული ვარ, რომ ბოლო დღეებში ვიხილეთ გამოკითხვები, რომლებიც წინასწარმეტყველებენ, რომ ძალიან დიდი იქნება ამომრჩეველთა აქტივობა ამ არჩევნებზე. იმედი მაქვს იქნება მშვიდობიანი და წყნარი არჩევნები, და შეეძლებათ ადამიანებს, რომ გამოხატონ საკუთარი ნება.
გამოვთქვით შეშფოთება დაშინების და შევიწროვების გამო, არ არის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამ ფაქტების ადგილი, ასევე, სიძულვილის ენა კიდევ უფრო უწყობს ხელს საზოგადოების ერთმანეთთან დაშორებას, გარემო ისედაც პოლარიზებულია, ასე რომ მიუღებელია თავდასხმები მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. მედიამ უნდა შეძლოს საკუთარი საქმიანობის მშვიდ გარემოში განხორციელება.
არჩევნებმა უნდა აჩვენოს გაუმჯობესება, რომ ის წინაზე უკეთესია, სწორედ ეს იქნება ნიშანი ქვეყნის ერთგულების და დემოკრატიული განვითარების მიმართ, იმედი მაქვს ამ არჩევნებზე ასე იქნება”
განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.