საქართველოს ეკონომიკა იანვარში 11.5%-ით შემცირდა

სტატისტიკის სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 11.5%–ით შემცირდა.

2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელი მრეწველობა, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი.

ამასთან, ზრდა დაფიქსირდა ინფორმაციისა და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროებში.

გარდა ამისა, 2021 წლის იანვარში, ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 2 835 შეადგინა, რაც 23.3%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.