“წინა ხელისუფლებამ ერთადერთი რაც გლდანს გაუკეთა-ააშენა ციხე და გაავსო იგი ჩვენი მოქალაქეებით” – ლევან კობიაშვილი

“წინა ხელისუფლებამ ერთადერთი რაც გლდანს გაუკეთა – ააშენა ციხე და გაავსო იგი ჩვენი მოქალაქეებით “- პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველომ“ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გლდანის რაიონში გამართა, რომელზეც რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატი, ლევან კობიაშვილი წარადგინეს.

„ძალიან დიდი მადლობა ჩვენ გუნდს. გუნდმა, რომელმაც მეორედ გამომიცხადა ნდობა და დამასახელა გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატად. ეს არის ჩემთვის დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობას ვგრძნობდი გასული ოთხი წლის განმავლობაში. ოთხი წელი, რომელიც ჩვენ ერთად, გლდანელებთან ერთად შევქმენით და მე ძალიან გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ გლდანი დღეს არის იმაზე უკეთესი ვიდრე ეს იყო ოთხი წლის წინ და დარწმუნებული ვარ მომდევნო ოთხი წლის შემდეგ კიდევ უფრო უკეთეს გლდანს ვიხილავთ ჩვენი გუნდის წევრის მხარდაჭერით. ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა იყო მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში იმ რაიონის, რომელ რაიონშიც დაიბადე და გაიზარდე. რაიონს, რომელსაც ძალიან დიდი დამსახურება და დიდი პატივი აქვს ჩემთვის პირადად, როგორც ადამიანისთვის ჩემი ჩამოყალიბებისთვის. ჩემი ახლობლები, ჩემი მეზობლები, ჩემი უბანი, ჩემი სკოლა პედაგოგები და ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ერთად წლების განმავლობაში მე ვცხოვრობდი. და ძალიან კარგად მესმის ასევე თუ რას ნიშნავს გუნდურობა ვინაიდან ჩემი წარსული საფეხბურთო კარიერიდან გამომდინარე ყოველთვის ვიყავი კარგი გუნდის კარგი მოთამაშე და პოლიტიკაში ზუსტად ამ არაჩვეულებრივი და ძალიან ძლიერი და მაგარი გუნდის კარგი წევრი. მე მიხარია და ვამაყობ ამით და ვამაყობ იმით თუ ჩვენ ერთად რა გავაკეთეთ გლდანისთვის. ნამდვილად ძალიან კარგად იცის თითეულმა გლდანელმა რა იყო წინა ხელისუფლების დროს, როდესაც მათთვის გლდანი არ იყო მნიშვნელოვანი და ერთადერთი რამ რაც გლდანს გაუკეთეს – ააშენეს ციხე და გაავსეს ციხე ჩვენი მოქალაქეებით. ჩვენ ციხეების აშენება არ გვჭირდება და არც მისი გავსება.

ჩვენ ვაკეთებთ და ვაშენებთ სკოლებს, ვაშენებთ ბაღებს, ვაშენებთ უნივერსიტეტებს, ვაშენებთ სკვერებს და ვაშენებთ სტადიონებს და ზუსტად სიმბოლურად ვართ იმ ადგილას, სადაც სულ რამოდენიმე დღის წინ გაკეთდა არაჩვეულებრივი პროექტი, ერთ-ერთი მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი – ფეხბურთის სტადიონი აშენდა, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდა თაობებისთვის. თაობებისთვის, რომელიც არის ჩვენი მომავალი მათი განათლება, მათი ჩართულობა სპორტულ აქტივობაში და ეს არ ხდება მხოლოდ გლდანში. ამ ქვეყანაში ნამდვილად აღარ დაბრუნდება ის დრო, როდესაც სტადიონებს ანგრევდნენ და სტადიონებს ყიდიდნენ, არა ჩვენ პირიქით, ვაშენებ და ავაშენებთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ვინაიდან ეს არის ის გზა, რომელიც ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა და მივდივართ ამ სწორ გზაზე და ვერავინ, ვერცერთი ძალა ამ ქვეყანაში ვერ შეუშლის ხელს ამ გზის წინსვლაში. ჩვენ ვართ ერთადერთი გუნდი და მე ვამაყობ ნამდვილად რომ გუნდის წევრი ვარ და ნამდვილად დიდი პატივია ეს ჩემთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო უკეთეს გლდანს ვიხილავთ და უკეთესი ქვეყანა გვექნება და ყველა ჩვენთაგანი ვიცხოვრებთ ამ ძალიან მაგარ ქვეყანაში“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა და გლდანის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სავადმყოფომდე მიმიყვანეთ ხალხი არ ხართ? – სასწრაფო დახმარების დაგვიანების გამო მოქალაქეს სუნთქვის უკმარისობა აქვს

სოციალურ ქსელში, სავარაუდოდ კოვიდინფიცირებული, მოქალაქე სალომე კვარაცხელია საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს რადგან მას სუნთქვა უჭირს,...

შეიძლება ვიფიქროთ გირჩი 2-ის გაკეთებაზე – ვახტანგ მეგრელიშვილი

"შეიძლება ვიფიქროთ გირჩი 2-ის გაკეთებაზე "-  "გირჩის" ერთ-ერთი წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ პარტიაში...

ილიჩოვას ​ღარიბაშვილისგან სიგელი და ​გახარიასგან სამკერდე ნიშანი აქვს მიღებული – მშვენიერაძე

ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე აქვეყნებს ორ დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, მისი კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვა...

პარლამენტი ინსტიტუტს აღარ ჰგავს, მთავრობა აღმასრულებელი ორგანო აღარ არის – ძიძიგური

პარლამენტი და მისი ყველა წევრი, უმრავლესობას ვგულისხმობ, არის ვალდებული ბიძინა ივანიშვილის წინაშე, - ამის...

დიახ კმაყოფილი ვარ – თენგიზ ცერცვაძე ჯანდაცვის მინისტრზე

დიახ, კმაყოფილი ვარ, - ასე პასუხობს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ...

ვხედავ რეალურ შესაძლებლობას, რომ ერთობლივ გამოსავალს მივაღწიოთ – კარლ ჰარცელი

"ვხედავ რეალურ შესაძლებლობას, რომ ერთობლივ გამოსავალს მივაღწიოთ"- ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, ოპოზიციასთან შეხვედრის...

“მოწევას თავი დაანებეთო” – რა მოთხოვნები წაუყენა ჯაფარიძემ თანაგუნდელებს

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, ვახო მეგრელიშვილი იმ 4 პირობას ასახელებს, რომელიც ჯაფარიძემ პარტიის ლიდერებს წაუყენა. მისი...

კოვიდინფიცირებულ მძღოლს მგზავრები სისტემატურად გადაჰყავდა – შსს

"კოვიდინფიცირებულ მძღოლს მგზავრები სისტემატურად გადაჰყავდა "- პოლიციამ თბილისში იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის ბრალდებით...

სხვა სიახლეები

“საიდან ამდენი ღვარძლი, ბოღმა და სიძულვილი?“– თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთ კოლეგას უპირისპირდება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მორიგ ვრცელ წერილს აქვეყნებს და ისევ კოლეგებს უპირისპირდება. ამჯერად მისი კრიტიკის ობიექტი ინფექციონისტი გიორგი კანდელაკია,...

ჯანმრთელობა

“დიახ, ბატონო თენგიზ, შეცდომაა კოვიდსასტუმროები“ – ირმა კვიცარიძე

ინსბურგის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი, ირმა კვიცარიძე ამბობს, რომ საქართველოში კოვიდსასტუმროები არის შეცდომა. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი"...

შოუ ბიზნესი

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა ამიერიდან ელიოტი დაუძახონ

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა მას ელიოტი დაუძახონ, გარდა ამისა, მასზე საუბრისას მამრობითი სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელი გამოიყენონ. მსახიობი, რომელიც კანადაში დაიბადა...

ვიდეო