“წყარო მანახეთ” – ევროპარლამენტარი მწვანეთა პარტიიდან, ვიოლა ფონ კრამონი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ კომენტარს გამოეხმაურა, სადაც ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის 100 დეპუტატი “სკანდალშია გახვეული”.
“საკმაოდ საინტერესოა, რომ ამ ევროპარლამენტარების უმეტესობა სოციალისტების და დემოკრატების ჯგუფიდან არის, რომელიც ქართული ოცნების პარტნიორი პარტიაა. მაგრამ სად იპოვა ღარიბაშვილმა რიცხვი 100? მან ჩვენზე მეტი იცის. მაინტერესებს წყაროს ნახვა, თუ შეიძლება.”– წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.
“იმედის” ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 100 ევროპარლამენტარი კორუფციის სქემაშია გახვეული და, რომ “ევროპარლამენტმა ჯობს თავის თავს მიხედოს.