წყლის ტარიფი იზრდება. გახარია ამბობს, რომ სხვაობას სოციალურად დაუცველებს სახელმწიფო დაუსუბსიდირებს

“წყალმომარაგების ტარიფსაც, რომელიც თბილისში, მცხეთასა და რუსთავში, ასევე, როგორც ჩანს, გაიზრდება, რამეთუ ისიც წლების განმავლობაში არ გადახედილა, სოციალურად დაუცველებისთვის სახელმწიფო სრულად დაასუბსიდირებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ წუთებში, მიმდინარეობს საქართველოს ელექტროენერგიის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომა, რომლის შედეგადაც, როგორც საქართველოს მთავრობა, ასევე საექსპერტო საზოგადოება ველით, რომ ტარიფი იქნება გაზრდილი. ამას თავისი ობიექტური დასაბუთება და ახსნა აქვს. მოგეხსენებათ, 2017 წელს მოხდა მეთოდოლოგიის ცვლილება, რის შედეგადაც 3 წლის განმავლობაში ტარიფი არ გადახედილა. რა თქმა უნდა,  მეთოდოლოგიის ეს ცვლილება შეიძლება სხვადასხვანაირად იყოს შეფასებული, თუმცა დღეის მდგომარეობით ეს არის ფაქტი. ამიტომ ყველას კარგად გვესმის, რომ მოსალოდნელია ტარიფის ზრდა ელექტროენერგიაზე, ისევე როგორც წყალზე, ოღონდ წყლის შემთხვევაში საუბარია თბილისზე, რუსთავსა და მცხეთაზე. ჩვენ, როდესაც ერთის მხრივ ჩვენს მოქალაქეებს, საქართველოს ოჯახებს სოციალურ მიზნობრივ დახმარებას ვუწევთ, ყველას კარგად გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ გაზაფხულზე დავიწყეთ კომუნალური გადასახადის სუბსიდირება საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეს ეხებოდა ელექტრო ენერგიას, გაზს, წყალს, ეს იყო 4 თვის განმავლობაში მაშინ და ასეთი სუბსიდირება დღესაც მიმდინარეობს, რომელიც დაიწყო ნოემბრიდან. ეს სუბსიდირება შეეხო საქართველოს 1.2 მლნ აბონენტს, რაც ფაქტობრივად ნიშნავს 1.2 მლნ ოჯახს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებში ჩვენ ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგრადობის შენარჩუნება უზრუნველვყოთ ისე, როგორც შეგვიძლია, იმ რესურსებით, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია და როდესაც თუნდაც ობიექტური მიზეზების გამო ხდება ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის არის შემდგომი ახალი გამოწვევა, რომელსაც ხელისუფლებამ და საქართველოს მთავრობამ რა თქმა უნდა უნდა უპასუხოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის ჩვენ ზუსტად არ ვიცით, ტარიფის ზრდა რა სიდიდით მოხდება, რემეთუ ეს არის კომისიის კომპეტენცია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომუნიკაციების კომისიამ მთავარი არხი მინისტრის გენიტალიების კადრის გამო სამართალდამრღვევად ცნო

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ ეთერში "უხამსობის შემცველი" სიუჟეტის განთავსების გამო სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ ადმინისტრაციული...

ინა გუდავაძე ტელეიმედის 100%–იან წილს ყიდის

ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი, ინა გუდავაძე შპს ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუპს ყიდის, რომლის 100 %–ის...

დღისით ძილი იმაზე სასარგებლო აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ. ახალი კვლევა

დღისით ძილი, თუნდაც 5 წუთით წათვლემა დადებითად მოქმედებს ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებზე და შეიძლება დემენციის...

პროკურატურა კარტოგრაფებისთვის 30-30 ათას ლარიან გირაოს ითხოვს

პროკურატურა ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების...

“კატეგორიულად არა!” – მელაშვილი მოსამართლის კითხვაზე, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი მოსამართლის კითხვაზე, სცნობს თუ არა თავს დამნაშავედ, ასე...

შესაძლებელია, საბოლოო განაჩენს ციხის გარეთ დაელოდონ – წულუკიანი მელაშვილ-ილიჩოვაზე

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმდჯომარე თეა წულუკიანი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პროკურატურის მიერ სასამართლოსთვის...

პოლიტპატიმრის გამოშვება პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღების სიგნალი იქნება – ხოშტარია

ელენე ხოშტარია ეხმიანება პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომელმაც ილიჩოვა–მელაშვილის გირაოთი გათავისუფლება მოითხოვა. ხოშტარიას შეფასებით, პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოქალაქეების...

გირაოზე თანახმა ვარ, ბინას ჩავდებთ და გამოვიყვანთ – ივერი მელაშვილის მეუღლე

ივერი მელაშვილის მეუღლე, თამარ სულაძე ამბობს, რომ პროკურატურის შუამდგომლობაზე, რომ მისი მეუღლე გირაოთი გათავისუფლდეს,...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

დღისით ძილი იმაზე სასარგებლო აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ. ახალი კვლევა

დღისით ძილი, თუნდაც 5 წუთით წათვლემა დადებითად მოქმედებს ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებზე და შეიძლება დემენციის განვითარებაც კი შეაფერხოს. ამ დასკვნამდე ჩინელი მეცნიერები კვლევის შედეგად მივიდნენ,...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო