“წყლის ჭავლი რომ არ გამოეყენებინათ, ბევრად მეტი ადამიანი დაშავდებოდა”- ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცესკოსთან აქციის წყლის ჭავლმა შესაძლებელი გახადა, რომ მინიმალური ზიანი მიადგათ როგორც პოლიციას, ისე დემონსტრანტებს.
“იყო უმძიმესი შტურმი, სხვადასხვა ფორმით განხორციელებული, მათ შორის ქვების დაშინებით, ღობის შენგრევით და ა.შ. შტურმი იყო განხორციელებული ცესკოს შენობაზე და უპირისპირდებოდნენ ძალისმიერად პოლიციელებს. ასეთ დროს, ბუნებრივია, თავდაცვითი რეაგირების განხორციელება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არის ნორმალური. წყლის ჭავლი იყო მინიმალური ზომა, რომელიც იქნა გამოყენებული სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან”, – განაცხადა კობახიძემ.