ჭიათურაში კედლის ჩამონგრევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაშავდა

ჭიათურის სოფელ რგანში კერძო შენობაში სარემონტო სამუშაოებისას კედელი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები, დაწყებულია გამოძიება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხობს.