„ივანიშვილის რეჟიმის ძალაუფლება სამ მთავარ საყრდენზე დგას:ძალადობა; მოსყიდვა; პროპაგანდა.

პროპაგანდა ეყრდნობა გზავნილს: „პუტინი მაგარია“. ისტორიულად ეს ახალი არ არის, ოდესღაც შაჰ-აბასის მომხრე მოღალატე ქართველებიც რაღაც მსგავსს ამბობდნენ.

მოღალატეები არასდროს გვაკლდა, ბუნებრივია, დღესაც არიან. სწორედ ახლა, ჩვენ გვჭირდება ერთიანობა ისე, როგორც არასდროს. ვიცი, ვაშაძის ერთიანობის გეგმა ყველას არ მოსწონს, მაშინ თქვენი უკეთესი გეგმა მოიტანეთ.

აიტანეთ ერთმანეთი, ტალახის სროლას მერეც მოასწრებთ. ასევე ვიცი, ხაბეიშვილის 4 ოქტომბრის შეკრების იდეა ბევრს არ მოსწონს. კარგი, მაშინ თქვენ იყავით ინიციატორები: გამოდით უფრო გაბედულები და ჭკვიანები და ხალხი თქვენ გამოგყვებათ. დღეს მთავარი ამოცანაა გავერთიანდეთ და გადავრჩეთ. რეჟიმი ჩვენს დაქსაქსულობაზეც დგას. ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, და არა უსასრულო ლაპარაკი და ერთი და იგივე წრეზე სირბილი.

ერთიანობა ახლა ჩვენი ერთად გადარჩენის გზა და საქართველოს მომავლის გარანტიაა.

ვინც ამას ებრძვის მტრის მსახურია არ უნდა ბევრი მტკიცება ამას“,

ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.