„რასაც გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ უშვრება, ეს არის „ჩათლახობა“. თანამდებობები ხომ ვირტუალურად გადაინაწილეს, თვითონ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია. მსხვერპლი რომ ჰყავს, პაატა მანჯგალაძე, ეკონომიკის მინისტრია. მამუკა ხაზარაძეს ჩააბარეს ინფრასტრუქტურა. ანაკლია ხომ ააშენა და ინფრასტრუქტურა მიაბარეს. კაცი გამოვიდა ერთპროცენტიანი რომ იყავი, მიგიკედლა, დაგბანა, დაგვარცხნა და რა გაუკეთეთ, სცენიდან ჩააგდეთ და ამის შემდეგ საერთოდ განაწილებაშიც ვერ მოახვედრეთ. კაცმა მთელი ზაფხული, ბუნების ძალები დაიმორჩილა, გარემოს დაცვის მინისტრად მაინც არ ეკუთვნის? ვაშაძე, არ ხარ სწორი კაცი. „ხაბე“, ამოიღე ხმა, რა დასჯილივით ხარ?!
მე მხარს ვუჭერ „ხაბეს“. ერთი პორტფელი მაინც ანდეთ. არ ხართ სწორი, არ ხართ მართლები და დაისჯებით ამის გამო“,
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის სავარაუდო შემადგენლობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.