ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

დღეს, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდება.  მოსამართლე საბოლოო განაჩენს  11:00 საათზე გამოაცხადებს.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე განაჩენს პარტრია ლელოს ოფისში დაელოდებიან.

ცნობისთვის, ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ეხება. პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.