ხაინდრავა ამბობს, რომ ენმ-ს “ბულინგის” შემდეგ მისი ფილმი აღარ დაფინანსდა

რეჟისორი გოგა ხაინდრავა უარყოფს ინფრომაციას, რომ აფხაზებზე ფილმის გადასაღებად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ მისი პროექტი 100 000 ლარით დააფინანსა, თუმცა ადასტურებს, რომ გარკვეული თანხის მოსაპოვებლად მან აფხაზეთის მთავრობას მართლაც მიმართა.

მისი თქმით, დაახლოებით ერთი წლის წინ საკუთარ სტუდიაში “კინო და ღვინო” დაიწყო მუშაობა დოკუმენტური ფილმების ციკლზე, სახელწოდებით “სიმართლე აფხაზეთის შესახებ”, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ფილმი მუჰაჯირობის შესახებ.

ხაინდრავას მტკიცებით, ფილმების ციკლის საერთო ღირებულება დაახლოებით 370 000 ლარს უტოლდება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას კი მხოლოდ მისი მესამედის დაფინანსების შესახებ მიმართეს.

“აბსოლუტური სიცრუეა, თითქოს ჩვენ 100 000 ლარი გამოგვიყვეს და ჩვენ ეს თანხა ავიღეთ. ეს არის სრული სიცრუე. ჩვენ შევიტანეთ განაცხადი იმიტომ, რომ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის კულტურის სამინისტროს აქვს სპეციალური პროგრამა, რომელიც გულისხმობს ზუსტად მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას. “ქართულ-აფხაზური ურთიერთობების კვლევა და მათი გაღრმავება” ჰქვია ამ პროგრამას”, – განაცხადა ხაინდრავამ.

ხაინდრავა აღნიშნავს, რომ პროექტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სპეციალური კომისია განიხილავდა, დაფინანსების გაცემა კი ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა, თუმცა, როგორც ის ამბობს, ნაციონალური მოძრაობისა და ტელევიზიების ბულინგის შემდეგ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ პროექტის შეჩერების შესახებ განკარგულება გასცა.

“იქაური რეაქცია გასაგებია – მთლიანად კონტროლდება ФСБ-ს მიერ, საქართველოში ამას სათავეში ედგა ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი, ტელევიზია – მთავარი და ფორმულა. აბსოლუტური სიცრუეა, თითქოს ჩვენ 100 000 ლარი გამოგვიყვეს და ჩვენ ეს თანხა ავიღეთ. ეს არის სრული სიცრუე. თუ ვინმესთვის ეს ფილმი საფრთხეს წარმოადგენდა, ეს მხოლოდ რუსეთია”,- ამბობს ხაინდრავა პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის, რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განკარგულება, რომლის თანახმადაც, პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ხაინდრავას კომპანიის მიერ დოკუმენტური ფილმის გადაღებას, გამარტივებული შესყიდვით დაფინანსდა.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის ბრძანებაში წერია, რომ ავტონომიურმა რესპუბლიკამ ნებართვის მისაღებად შესყიდვების სააგენტოს მიმართა და დოკუმენტაციას თან ხაინდრავას კომპანიისგან მიღებული ინვოისის ასლიც დაურთო.

აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურში ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ამ პროექტს და საჯაროდ გამოქვეყნებულ შესაბამის განკარგულებას “გაუგებრობა” უწოდეს და რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ წელს გოგა ხაინდრავას კომპანია ფილმის გადაღების შეკვეთას არ მიიღებს.

დმიტრი გორდონსა და მის ცოლს საქართველოს აეროპორტიდან ადეპორტებენ – დეკანოიძე

ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, უკრაინელ ჟურნალისტ დმიტრი გორდონსა და მის ცოლს საქართველოს...

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო საავადმყოფოში – EPP

„ევროპის სახალხო პარტია" საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანისკენ მოუწოდებს....

ორი გრამი ძალაუფლებაც რომ დაიბრუნოს ამ ძალამ, საქმით დაუბრუნდებიან იმას, რასაც აკეთებდნენ – პაპუაშვილი...

"ორი გრამი ძალაუფლებაც რომ დაიბრუნოს ამ ძალამ, არა მხოლოდ სიტყვით, საქმით დაუბრუნდებიან იმას, რასაც...

აქტივისტებისა და მედიის წარმომადგენლების მხრიდან მოსალოდნელია მცირე პროვოკაციები – მდინარაძე აქციაზე

"აქტივისტებისა და მედიის წარმომადგენლების მხრიდან მოსალოდნელია მცირე პროვოკაციები"- განაცხადა ''ქართული ოცნების'' ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა...

დღეს ვიხილავთ დაშინებულ საჯარო მოხელეებს აქციაზე – სერგო ჩიხლაძე

"დღეს ვიხილავთ დაშინებულ საჯარო მოხელეებს აქციაზე" - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან...

მელიას თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, მერია წვევამდელების ჯარში გაწვევაზე უარს იტყვის

ენმ-ის თავჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია ამბობს, რომ მისი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში,...

საქართველოში კორონავირუსის 4337 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4337 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული...

მიშას უკრაინელი ადვოკატი საქართველოში არ შემოუშვეს, კიევში აბრუნებენ – კაპანაძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი...

პარიზში აუქციონზე 66 მლნ. წლის წინანდელი დინოზავრის ჩონჩხი იყიდება

პარიზში აუქციონზე გაიყიდება დინოზავრ–ტრიჯერატოპსის ყველაზე დიდი ჩონჩხი, რომელიც კი ადამიანს ოდესმე აღმოუჩენია. ვარაუდობენ, რომ მისი გასაყიდი ფასი დაახლოებით 1.5 მილიონ ევროს შეადგენს. დინოზავრი “დიდი ჯონი“...

აშშ–ში ღორის თირკმლის ადამიანისთვის გადანერგვის პირველი წარმატებული ოპერაცია ჩატარდა

ამერიკელი ქირურგები ამტკიცებენ, რომ პირველად შეძლეს წარმატებით გადაენერგათ ღორის თირკმალი ადამიანისთვის. ექიმებს იმედი აქვთ, რომ ეს დონორთა ორგანოების უკმარისობის პრობლემის გადაჭრაში დაეხმარებათ. ტრანსპლანტაცია აშკარად ექსპერიმენტული ხასიათი...

ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო. ის 88 წლის იყო. მას პოპულარობა ჟან-ლუკ კოდარის "უკანასკნელ ამოსუნთქვაში" შესრულებულმა მიშელ პუაკარის როლმა მოუტანა. ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს...