ხედავთ, რა ხდება დღეს საქართველოში? რატომ ლაპარაკობენ ამაზე ასე ცოტას? ქვეყანა ოლიგარქებმა ჩაიგდეს ხელში – ზელენსკი

“ხედავთ, რა ხდება დღეს საქართველოში? რატომ ლაპარაკობენ ამაზე ასე ცოტას? .. ქვეყანა, რომელიც გუშინ თავისუფალი და დემოკრატიული იყო, ოლიგარქებმა ჩაიგდეს ხელში. მთელი ხელისუფლება ეკუთვნის ბიზნესებს, რომლებსაც აქვთ კავშირები მოსკოვთან”.- უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი CBN News-თან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა

“ხედავთ, რა ხდება დღეს საქართველოში? რატომ ლაპარაკობენ ამაზე ასე ცოტას? რას აკეთებს ამერიკა საქართველოსთან დაკავშირებით? ეს სუსტი ქმედებებია. საქართველოს აქვს ოკუპირებული ტერიტორიები. ეს საქართველოს მკვდარი ნაწილებია. რუსეთი ამას განზრახ აკეთებს, ცდილობს გაყინოს კონფლიქტი, რათა საქართველო არ გაწევრიანდეს NATO-სა და ევროკავშირში. იგივეს აკეთებენ მოლდოვაში, იგივეს აკეთებენ მსოფლიოს სხვა ნებისმიერ წერტილში. მათ აქვთ ერთი და იგივე შაბლონი, ერთი და იგივე გეგმა, რომლესაც ყოველ ჯერზე იყენებენ.

დღეს საქართველო, ქვეყანა, რომელიც გუშინ თავისუფალი და დემოკრატიული იყო, ოლიგარქებმა ჩაიგდეს ხელში. მთელი ხელისუფლება ეკუთვნის ბიზნესებს, რომლებსაც აქვთ კავშირები მოსკოვთან. საქართველოს მთავრობა თავადვე ოფიციალურად აცხადებს: „იცით რა, ევროკავშირი და დასავლური მიმართულება, მოდით, გადავდოთ რამდენიმე წლით.“ ისინი სრულად რუსული მანიპულაციის ქვეშ არიან. ვფიქრობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა საკმარისად ძლიერები არ იყვნენ. მათ რუსეთს არ მიუჩინეს ის ადგილი, სადაც უნდა ყოფილიყო. […] ის ახალგაზრდა ბიჭები და გოგონები, ყველა ის სტუდენტი, რომელიც გარეთ გადის, პოლიცია ცდილობს მათი პროტესტის ჩახშობას. მათ არაფერი უჭირავთ ხელში, მათ სურთ იცხოვრონ მშვიდობიან ევროპულ ქვეყანაში და მათ აიძულებენ, რომ დარჩნენ რუსეთის ფედერაციასთან. აი, რაც ხდება. რა მძლავრი ნაბიჯები გადადგა შეერთებულმა შტატებმა? რა მძლავრი ნაბიჯები გადადგეს ევროპულმა ქვეყნებმა? მე ვერ ვხედავ ვერაფერს.” – ამბობს ზელენსკი.