ხელისუფლებამ რევოლუციური გზით მოქმედების არჩევანი დაგვიტოვა – გიგა ბოკერია

“ხელისუფლებამ რევოლუციური გზით მოქმედების არჩევანი დაგვიტოვა”- ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას განაცხადებით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი სწორი გზა ვადამდელი, ნორმალური არჩევნებია. ამის შესახებ გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა.

“ავტორიტარული სულ იყოს ივანიშვილის რეჟიმი, მაგრამ ავტორიტარიზმს აქვს სხვადასხვა ხარისხი და უკვე იმ ფაზაში გადავიდა, როცა ძალიან სახიფათო ზღვარზე ვართ, თუ საზოგადოება ეგუება სტაგნაციისა და დიქტატურისკენ სვლის. ან დაგვიტოვა საზოგადოებას არჩევანი რევოლუციური გზით ვიმოქმედოთ, იმიტომ რომ არჩევნები არ არის. ჩვენ პირველს ხომ არ შევეგუებით და მეორე არ გვინდა”, – განაცხადა ბოკერიამ.