ხელისუფლებამ რუსული კანონპროექტი სესიაზე ხუთშაბათის ნაცვლად, დღეს გაიტანა – მოქალაქეები პარლამენტთან იკრიბებიან

“ქართულმა ოცნებამ” გადაწყვეტილება შეცვალა რუსული კანონპროექტის განხილვა დღესვე დაიწყო.

“ჩვენ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ კანონპროექტზე, რომელზეც ასეთი სპეკულაციური ვნებათაღელვა შექმნეს ქვეყანაში, გამოგვეტანა ხუთშაბათს და გამოვიტანოთ ხუთშაბათს, თუმცა არ გამოვრიცხავთ, ხუთშაბათსაც იგივე იყოს და ე.წ. ფილიბასტერით ე.წ. ტრიუკები მოაწყონ, ამიტომ გთავაზობთ ასეთ რაღაცას, თან ჩემთვის უცნაურად, თავდაცვის კოდექსში, როგორც ამ კომიტეტის წარმომადგენლები მეუბნებიან, ბიუროსაც გადაუწყვეტია, ვერ მოესწრო, ბიუროსაც გადაუწყვეტია არ განვიხილოთ თავდაცვის კოდექსი, დღევანდელი დღე გვქონდა ამისთვის დათმობილი, გთავაზობთ, განხილვა აგენტების ამერიკული კანონის, და გავაგრძელოთ ხუთშაბათს”, – თქვა მდინარაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, 7 მარტს, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც “ხალხის ძალის” მტკიცებით, ამერიკულის ზუსტი ანალოგია პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათს გავიდოდა.