ხელისუფლებას აქვს რთული არჩევანი, მოკლე დროში, პატიმრობიდან გაათავისუფლოს ნიკა მელია – გიორგი კვირიკაშვილი

“ხელისუფლებას აქვს რთული არჩევანი, მოკლე დროში, პატიმრობიდან გაათავისუფლოს ნიკა მელია”- ამის შესახებ,  სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წერს.

“იმ მოცემულობაში, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, ხელისუფლებას აქვს რთული არჩევანი, მაქსიმალურად მოკლე დროში გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და პატიმრობიდან გაათავისუფლოს ნიკა მელია, შემდეგ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და მოძებნოს ის გამოსავალი, რომელიც ქვეყანას თავიდან ააცილებს ურთულეს კონფრონტაციულ სპირალში შესვლას.

ზემოთქმულის ალტერნატივა უდაოდ იქნება მნიშვნელოვანი უკუსვლა და გადახვევა იმ ტრაექტორიიდან, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანს – საქართველომ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი დემოკრატიულ დასავლურ ქვეყანათა ოჯახში.
პ.ს. სპეკულაციური ინტერპრეტაციების მსურველთათვის განვმარტავ:
– ნაციონალური მოძრაობა თავისი ფასეულობებით და ლიდერების მოქმედების მანერით ჩემთვის სრულიად მიუღებელია;
– 2019 წლის 20 ივნისს არ ვამართლებ დემონსტრანტების ერთი ჯგუფის მიერ პოლიციის კორდონზე მიტანილ თავდასხმას, თუმცა სრულიად სოლიდარული ვიყავი და ვარ იმ პროტესტის, რომელიც პარლამენტში გავრილოვის მიერ სხდომის წაყვანას მოჰყვა და, რა თქმა უნდა, როგორც მაშინ, დღესაც ისევე ვგმობ პოლიციის წარმომადგენელთა გადაჭარბებულ ძალისმიერ ქმედებებს, რომელთა შედეგადაც ახალგაზრდებმა მხედველობა დაკარგეს და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს.”- წერს კვირიკაშვილი.

საბა ბუაძე მიხეილ სააკაშვილს ურჩევს დუმილს ხშირად მიმართოს

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე მიხეილ სააკაშვილს ურჩევს, რომ დუმილს ხშირად...

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე თანამდებობას ტოვებს

ბერდია სიჭინავა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ის საკუთარ Facebook-ზე წერს. "მეგობრებო,...

მეგობარო, გირჩევდი, გადაიხადო გირაო, მაინც არაფერი გამოგდის – ზარქუა ნიკა მელიას

ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა ნიკა მელიას მეგობარს უწოდებს და გირაოს გადახდისკენ მოუწოდებს. "მინდა მივმართო ნიკანორ...

ზუგდიდში პოლიციის საპასუხო სროლის შემდეგ ბრალდებული უგონოდ ნახეს – ის გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ზუგდიდში, ოქროს ბირჟის დაყაჩაღებაში ბრალდებულმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა, საპასუხო სროლის...

საშველად შემოთვლას თავი დაანებეთ, ფარჩაკებო, მოგენატრებათ გუნდაობა – სანაია

ტელეწამყვანი ვახო სანაია მასზე და მის ოჯახის წევრებზე მოძალადეებს მოუწოდებს, თხოვნის შემოთვლას თავი დაანებონ. "საშველად...

ევროპელი და ამერიკელი პარლამენტარები საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებენ

ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი ევროპელ და ამერიკელ პარლამენტარებთან ერთად ნიკა მელიას...

სხვებს უკრძალავენ 15 წლის წინანდელი საქართველო გაიხსენონ, იმიტომ რომ იქ თვითონ არიან – ერეკლე...

" ხალხი რომელიც დღემდე საბჭოთა ისტორიაში იქექება, სხვებს უკრძალავენ 15 წლის წინანდელი საქართველო გაიხსენონ,...

ხალხს არ უნდა დესტაბილიზაციაში მონაწილეობა, 4000 კაცსაც პატივი უნდა ვცეთ – ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ საზოგადოებს დიდ ნაწილს არ უნდა დესტაბილიზაციაში მონაწილეობა,...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო