„თუ ჩვენ კვლევების შემდეგ გვებადება კითხვები, რამდენად სწორად ასახავს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა პროცენტულობას, იგივე კითხვები უნდა გვებადებოდეს სხვა პარტიებზეც, რომლებიც კვლევის მიხედვით 5%-იან ბარიერს ლახავს. თუ ყველა პარტიის მიმართ ვიქნებით ობიექტურები და კრიტიკულები, „ქართული ოცნების“ რეიტინგში ცდომილებას დავუშვებთ, უარყოფით ან დადებით კონტექსტში, ასეთივე ცდომილება უნდა დავუშვათ სხვა პარტიების მიმართაც. ასეთი ობიექტურობა იძლევა საშუალებას, ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება“ ვერაფრით იღებს იმ რაოდენობას, რაც დღეს აქვს პარლამენტში, თუ ტოტალურად არ გააყალბა. 4-5%-ით გაყალბება, რაც ბოლო არჩევნებზე გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ , (ადგილობრივ არჩევნებზე ქუთაისში წააგო მკაფიოდ, მაგრამ მაინც მიაყარა ხმები), 50-50-ზე ჯდება ხელისუფლება-ოპოზიციის ხმები, ხელისუფლებისთვის 50% არ არის სუფთა, მას აუცილებლად „წაყრილი“ აქვს რაღაც ხმები. „ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებს ტოტალური გაყალბების გარეშე და ტოტალური გაყალბება აუცილებლად იყვირებს.

„ქართულ ოცნებას“ 60%-ის აღება რომ უნდა, არ გამოუვა და ეს 60% შეიძლება ერთიანი ოპოზიციის მხარეს აღმოჩნდეს. დღეს ოპოზიცია ერთიანი არ არის და ეს ძალიან კარგია, მაგრამ, შიგნით პარლამენტში ვერ ერთ ოპოზიციურ პარტიას ვერ ექნება იმხელა უმრავლესობა, რომ მთავრობა ჩამოაყალიბოს, ბიუჯეტი მიიღოს, კანონები მიიღოს, ამიტომ ყველა ოპოზიციური სუბიექტი უნდა გაერთიანდეს, რათა აჯობოს „ქართულ ოცნებას“. ამის შანსი მაღალია, თუ, რა თქმა უნდა, „ოცნებამ“ არ განახორციელა ძალიან სერიოზული გაყალბება, ეს კი არ გამოუვა, თუ ამომრჩეველი მაქსიმალურად მივა არჩევნებზე და ხმას არ მისცემს „ქართულ ოცნებას,“

განაცხადა ამის შესახებ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა.