“ხელისუფლება ზეძალაუფლებით ტკბება, ჩვენც მონებად ქცეულები ყველაფერს უსიტყვოდ ვასრულებთ“–არჩილ გამზარდია

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, არჩილ გამზარდია საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაში და მკაცრ ზომებში ხელისუფლების ტოტალიტარიზმის გამტკიცების გზას ხედავს. ამის შესახებ ის ფეისბუქზე წერს:

“ხელისუფლებამ განა არ იცის, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, იცის… იცის რომ ნომინალური სასიცოცხლო პირობები დასაბრუნებელია, რომ ავმოქმედდეთ მცირედად მაინც… მაგრამ… მოსწონს ეს ტოტალირიზმი, სრული “მეუფება” ჩვენზე… კარგ “პონტშია”, ვერავინ ეწინააღმდეგება…

საპატრიარქოს ნუ მიხსენებთ, ძალიან გულუბრყვილო შეხედულებაა, თითქოს ხელისუფლება ემორჩილება, პირიქით, ხელისუფლება საკუთარ ჭკუაზე ატრიალებს მასაც და მაგრად ხალისობს, როდესაც ჩვენი ყურადღება საპატრიარქოზეა გადატანილი…

ამასობაში კი… ამასობაში ხელისუფლება ზეძალაუფლებით ტკბება, რასაც უნდა, იმას გვიკეთებს და ჩვენც მონებად ქცეულები ყველაფერს უსიტყვოდ ვასრულებთ.

ტოტალიტარიზმი უკვე ზღურბლთან კი არ დგას, ნებივრობას იწყებს.“– ამბობს გამზარდია.