კვირა, 22 დეკემბერი , 2024, 19:20

ხელისუფლება კონსტიტუციას არღვევს! nსტორია დაგიმახსოვრებთ ყველა მედროვეს – ომბუდსმენი “ოცნებას”

”საქართველოს ხელისუფლება (მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო ხელისუფლება) უკვე არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, როდესაც არ ასრულებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად!

ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა უქნარას და მედროვეს, ვინც ახლა მთავრობაში ან პარლამენტში ხართ და მშვიდად უყურებთ როგორ ნადგურდება ჩვენი უკეთესი მომავლის პერსპექტივა და ამას არათუ ხელს უშლით, არამედ ამართლებთ და ეფარებით.”

​ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პრემიერმინისტრის განცხადებებსევროკავშირის კანდიდატობის სტატუსზე.