ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს რათა იგრძნოთ, რომ მარტო არ ხართ, თქვენს გვერდით თქვენი მთავრობა დგას – კახა კალაძე

“ბუნებრივია, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, რათა თითოეულმა თქვენგანმა იგრძნოთ, რომ მარტო არ ხართ და თქვენს გვერდით თქვენი მთავრობა დგას”-  – მიმართა “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ყაზბეგში, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძის წარდგენისას მოსახლეობას.

“ყველაფერთან ერთად, კარგად ვიცი, რომ ჩემს წინაშე დიდად გამრჯე ადამიანები დგანან, რომლებიც მუხლჩაუხრელად შრომობენ საკუთარი ოჯახებისა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის.

ბუნებრივია, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, რათა თითოეულმა თქვენგანმა, ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, მუდმივად იგრძნოთ, რომ მარტო არ ხართ და თქვენს გვერდით თქვენი მთავრობა დგას.

დარწმუნებული ვარ დამეთანხმებით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ვითარება მკვეთრად შეიცვალა უკეთესობისკენ და დღეს რეგიონს ისეთი ყურადღება ექცევა, როგორც არასდროს.

ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა სახელმწიფოს მხარდაჭერითა და თანადგომით. ამასთანავე, იზრდება თვითმმართველობის ხარისხი და ადგილობრივი ბიუჯეტი, რაც მუნიციპალიტეტის განვითარებას, თქვენს წინაშე არსებული მიზნებისა და ამოცანების ეფექტიან განხორციელებას უზრუნველყოფს.

არსებული წარმატებებისა და წინსვლის მიუხედავად, ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები, პრობლემები, რომელსაც მოგვარება სჭირდება და დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ მათ ღირსეულად ვუპასუხებთ.

დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ინტერესებს დაიცავს და გაატარებს საკანონმდებლო ორგანოში. რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ მიაღწევს გამარჯვებას. ამას სჭირდება თითოეული ჩვენგანის მხარდაჭერა და თანადგომა, როგორც ეს ბოლო წლების განმავლობაში ყველა არჩევნებზე ხდებოდა. ჩვენ ჩვენი ყოველდღიური ქმედებებით, გადადგმული ნაბიჯებით უნდა შევქმნათ  წარმატებული ისტორიები, უნდა გავაძლიეროთ სოფელი, უნდა გავაძლიეროთ გლეხი, გავაძლიეროთ რაიონები, ქალაქები, იმისთვის, რომ შევქმნათ წარმატებული საქართველო”, განაცხადა კალაძემ.

კორონავირუსით თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარი გარდაიცვალა

2 დეკემბერს კორონავირუსით თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარი, მღვდელი დავით მაჩიტაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას "საპატრიარქოს...

საქართველოში COVID-19-ით რეინფიცირების 3 შემთხვევაა დაფიქსირებული – ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების 3 შემთხვევაა დაფიქსირდა. მისი განმარტებით, შესაძლოა...

რას გულისხმობს ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის“ განახლება

„ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, საქართველოსთვის, პრაქტიკული ინსტრუმენტების გაძლიერების თვალსაზრისით“ - აცხადებს...

ვინც ტესტი არ ან ვერ გაიკეთა, არც ყოფილა ისე მძიმედ, რომ გარდაცვლილიყო – თენგიზ...

"ვინც ტესტი არ ან ვერ გაიკეთა, არც ყოფილა ისე მძიმედ, რომ გარდაცვლილიყო "- ინფექციური...

“რა გგონიათ, ამერიკაში არ ხდება?” – ცერცვაძე კლინიკაში ნაცნობობით მოხვედრაზე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველოში პაციენტები საავადმყოფოში ნაცნობობით ხვდებიან, თუმცა ამას...

“დიახ, ბატონო თენგიზ, შეცდომაა კოვიდსასტუმროები“ – ირმა კვიცარიძე

ინსბურგის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი, ირმა კვიცარიძე ამბობს, რომ საქართველოში კოვიდსასტუმროები არის...

იშვიათად მინახავს თავისი სიტყვის ასე ერთგული კაცი, მისი გაშმაგებული ლანძღვა არის მეტისმეტი! – ელისაშვილი...

"იშვიათად მინახავს თავისი სიტყვის ასე ერთგული და წესიერი კაცი, მისი გაშმაგებული ლანძღვა არის მეტისმეტი!"-...

“პოლიტიკური ინდმეწარმეები, პედოფილიის მხარდამჭერები” – ვოლსკი ოპოზიციაზე

ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი ოპოზიციურ პარტიებს აფასებთ. "წამოიდგინეთ უცებ, ქართული ოცნება გვერდზე რომ გაიწიოს,...

სხვა სიახლეები

“საიდან ამდენი ღვარძლი, ბოღმა და სიძულვილი?“– თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთ კოლეგას უპირისპირდება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მორიგ ვრცელ წერილს აქვეყნებს და ისევ კოლეგებს უპირისპირდება. ამჯერად მისი კრიტიკის ობიექტი ინფექციონისტი გიორგი კანდელაკია,...

ჯანმრთელობა

“დიახ, ბატონო თენგიზ, შეცდომაა კოვიდსასტუმროები“ – ირმა კვიცარიძე

ინსბურგის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი, ირმა კვიცარიძე ამბობს, რომ საქართველოში კოვიდსასტუმროები არის შეცდომა. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი"...

შოუ ბიზნესი

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა ამიერიდან ელიოტი დაუძახონ

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა მას ელიოტი დაუძახონ, გარდა ამისა, მასზე საუბრისას მამრობითი სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელი გამოიყენონ. მსახიობი, რომელიც კანადაში დაიბადა...

ვიდეო