“ლოგიკურია ყველაფერი, რაც ხდება საქართველოში. ასეთი განვითარების პროგნოზირება არ იყო რთული. სამიზნე დღევანდელი ხელისუფლებისთვის არის სამოქალაქო მოძრაობა, ადამიანი, ინდივიდი და მათი მოკავშირეა ველური და კრიმინალური დაჯგუფებები, რომელთაც აძლევენ სრულ კარტ-ბლანშს, განახორციელონ ის პოლიტიკა, რომელიც ქართული ოცნებისთვის არის მომგებიანი.

ამიტომ არ გამიკვირდა ესკალაცია, რაც მოხდა ქართული ოცნების ოფისთან. ადმინისტრაციული შენობა არც არის, პრინციპში, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის შენობაა. მათთვის [პარტიის შენობა] გაცილებით ღირებულია, ვიდრე ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

ღარიბაშვილი დღეს არის საპატრიარქოს პრემიერი, დაკვეთა, რაც ხდება ქვეყანაში, ეს არის დიდწილად საპატრიარქოს დაკვეთა. ადამიანების თანაცხოვრების საპატიარქოს მოდელია, რისი განხორციელებაც წლების განმავლობაში სურდა. როცა ქართულმა ოცნებამ დაინახა, რომ  მისი ძალაუფლება შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს, გამოსავალი ჰქონდა კრიმინალური სიმბიოზი “

აცხადებს “გირჩი – მეტი თავისუფლების” ერთ-ერთი ლიდერი, თენგო კირთაძე “ფორმულას” ეთერში. ის ქართული ოცნების ოფისთან აქციაზე დააკავეს, მეორე დღეს კი გაათავისუფლეს.