“ხელის გოგო წავიდა, ხელის ბიჭი მოვა”- ასე გამოეხმაურა, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, ცესკოს თავჯდომარის დანიშვნის საკითხს, ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში.
”რა ცესკოს თავმჯდომარეზეა საუბარი, წავიდა ერთი დაქირავებული მონა, ხელის გოგო წავიდა, ხელის ბიჭი მოვა ალბათ. ჩვენი ცესკო და ჩვენი თავმჯდომარე იქნება ჩვენი ხალხი, რომელიც იმედია ძალიან ჭკუანასწავლი და დაბრძენებული მივა ამ შემოდგომის რეფერენდუმზე, სადაც უნდა გადაწყდეს ივანიშვილის რეჟიმის ყოფნა/არყოფნის საკითხი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არყოფნის ვერდიქტით დამთავრდება” – განაცხადა ნათელაშვილმა.