“ამ შემთხვევაში, თუ ადამიანი დაკავებული იყო ფულის აღებ-მიცემობით იმისთვის, რომ ადამიანებს გადაეკვეთათ ეს ხელოვნური ადმინისტრაციული საოკუპაციო საზღვარი, ბუნებრივია, ამ ადამიანსაც, სამწუხაროდ, ხელი შეუწყვია იმისთვის, რომ ის დაეკავებინათ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მან უნდა აგოს პასუხი არა აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების წინაშე, ან რუსული საოკუპაციო ჯარის წინაშე, არამედ ის უნდა დაუყოვნებლივ გადმოცემული იყოს საქართველოსთვის, საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის, რომელიც, ვფიქრობ, გაერკვევა საკითხში”,
ქართული ოცნების დეპუტატი ბექა ოდიშარია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული გალის რაიონში საქართველოს ორი მოქალაქის დაკავებაში საქართველოს მოქალაქეების ბრალეულობასაც ხედავს.