ხერსონში 200-მდე რუსი სამხედროა ლიკვიდირებული, ზაპოროჟიეში კი, მტრის 115 ჯარისკაცი დაიჭრა – გენშტაბი

ხერსონის ოლქის ფედოროვკას დასახლებულ პუნქტში 200-მდე რუსი სამხედროს ლიკვიდაცია განხორციელდა – ნათქვამჯა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური  შტაბის მიერ გაბრცელებულ განცხადებაში.

„მოწინააღმდეგე აგრძელებს დანაკარგების განცდას. მიმდინარე წლის 29 დეკემბერს ხერსონის ოლქის კახოვკის რაიონის ფედოროვკას დასახლებული პუნქტის ტერიტორიაზე 200-მდე ოკუპანტის ლიკვიდაცია განხორციელდა. დაჭრილების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, – აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.

ზაპოროჟიეს ოლქში, პოლოგისა და ველიკა ბელოზერკას მახლობლად, რუსული ძალების 115 ჯარისკაცი დაიჭრა და 5 ერთეული სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა, საზენიტო სარაკეტო სისტემა და საბრძოლო მასალის საცავი განადგურდა.

„დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ავიაციამ 10 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის კონცენტრაციის ტერიტორიებს, 3 დარტყმა კი – საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებს. მათ მტრის კუთვნილი Orlan-10 ტიპის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს“, – აცხადებენ გენშტაბში.