საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, 7 მაისის 08:00 საათიდან 9 მაისის 18:00 საათამდე იგეგმება გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე ნაგებობის საგუბარების წყლისგან დაცლა. ტერიტორიაზე იმუშავებენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
სოფელ ნამოხვანში 10 აპრილს გაუჩინარებული მამაკაცის საძიებო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და იყვნენ ყურადღებით.
მათი თქმით, აღნიშნული სამუშაობის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ადგილზეც მოეწოდება.