“მიუხედავად იმისა, რომ მე საჯარო მოხელე ვარ, არასდროს, არცერთ პერიოდში არ ყოფილა ჩემ ცხოვრებაში, რომ მე იმ მხარეს ვმდგარიყავი, რომელიც ჩემთვის შინაგანად მიუღებელი იყო. ვინ რომელ მხარეს დგას და ვინ არის სიმართლის მხარეს, ამას ისტორია და საზოგადოება განსჯის. აქ ჩემი სასაუბრო დღეს ნამდვილად მეტი არაფერი არ არის, თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი და ხვალ უნდა გასცეთ თქვენ შვილებს პასუხი რატომ მოექეცით თქვენ ქვეყანას ასე, მათ მომავალს რატომ მოექეცით ასე, თქვენ უნდა გასცეთ პასუხი მთავარ კითხვაზე და ამაზეა დამოკიდებული როგორ შეხვალთ ისტორიაში, ეს არ დაგვავიწყდეს, ახლა რა ნამუსით და რა სინდისით დააჭერთ მწვანე ღილაკს თუ წითელ ღილაკს და ისტორია განსჯის, სამართალი და სიმართლე ვის მხარეს იყო, ჩემ მხარეს და ჩვენ მხარეს, თუ თქვენ მხარეს”.

ასე მიმართა, “ოცნების” დეპუტატებს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ სხდომაზე, სადაც რუსულ კანონზე ვეტოს განიხილავენ.