ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” წევრი, ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ ხვალ 5-6 ივლისის მოვლენებზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ეყრება კენჭი. ინიციატორი აღნიშნულია ფრაქციაა.
“50 ხმა გვჭირდება. 5-6 ივლისის მერე გასაგები გახდა, რომ უარესი გველის. პირდაპირ მწვანე შუქი და მოწოდებები/წახალისება მოძალადეების ხელისუფლებისგან, მათ შორის ორგანიზატორების დაუსჯელობით, რომ არავინ არ გაბედოს განსხვავებული აზრის, გამბედავი პოზიციის, სიმართლის თქმა.
გამოძიებას არც გომელაური აპირებს. პრემიერმა საერთოდ უკვე გამოვიძიეთო. ხვალ ჩვენი ფრაქციის ინიციატივა გადის უკვე სესიაზე. 50 ხმა გვჭირდება და შეგვიძლია დავიწყოთ გამოძიება. იმედი მაქვს, ერთობლივად ოპოზიციური ძალები ამას შევძლებთ – ჯერ კომისიის შექმნას და მერე მხილებას, ვინ იდგა ამ თავდასხმების უკან!”,– წერს ხათუნა სამნიძე.
ცნობისთვის, 5 ივლისს ჰომოფობიურმა, ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს 53 ჟურნალისტს, მათ შორის ერთ-ერთი, ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ დაუკავებია ძალადობის ორგანიზატორები.