პოლიტიკური მოძრაობა “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრი ნამოხვანში კარვებს შლის.
ხოშტარიას შეფასებით, ხელისუფლება ხალხის ნერვებზე თამაშობს, რაც ძვირი დაუჯდება.
“ნამოხვანზე რაც ხდება ახლა, ყველა ზღვარს გადადის! ხან საზღვრებს ავლებენ, ხან სპეცრაზმი, ხან დასცინიან, ხან ატყუებენ. ახლა დგანან გაშეშებული სახეებით პოლიციელები და ელემენტარულ კითხვებზე არ სცემენ პასუხს. ხალხის ნერვებზე თამაში ძვირი დაგიჯდებათ”,– წერს ხოშტარია Facebook–ზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რიონის ხეობის მცველების კარვებს მოსალოდნელი დატბორვის გამო შლის.
აქტივისტები ამბობენ, რომ რიონი მათ საფრთხეს არ უქმნის, ეს კი გამოგონილი მიზეზია. მათი განცხადებით, შსს–მ კარვებში არაყის შეტანას აპირებს, რათა გუშინ, ერთ-ერთი აქტივისტის რიონში გადახტომა ახსნას და ამით მათი დისკრედიტაციაც მოახდინოს.