ხუნდაძის აზრით ოჯახში ძალადობა ემოციურ ფონზეც ხდება, ის მოძალადეების გათავისუფლებას ითხოვს

ქართული ოცნების დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ  ოჯახძი ძალადობის ნაწილი ემოციურ ფონზე ხდება და ამიტომ, შესაძლებელია, ამნისტიის კანონი ოჯახში მოძალადეებსაც შეეხოს.

“კი, ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით არის პრინციპულად ნეგატიური დამოკიდებულება. მე ბევრ ოჯახთან ვილაპარაკე და მათი ნათქვამიც მოვიტანე და არა მხოლოდ მათი ნათქვამი, ჩემი აზრიც ემთხვევა მათსას, ვთვლი, რომ ამაში უფრო აქტიური მონაწილეობა უნდა მივიღო. არის ისეთი შემთხვევები, როცა კონფლიქტი ემოციურ ფონზე წარმოიშობა. რა თქმა უნდა, ამას გამართლება არ აქვს, დამდგარ შედეგს, თუნდაც ეს ემოციის ფონზე იყოს, მაგრამ ვფიქრობ, რაღაც ნაწილი არ იქნებოდა ურიგო, რომ გაგვეთვალისწინებინა”. – თქვა მან.