“განათლების სამინისტრო ჩვენი შვილების მომავალს ალომბარდებს და ჭამს
ჯანდაცვის სამინისტრო ჩვენ სიცოცხლის ხანგძლივობას ალომბარდებს და ჭამს
შსს, სუსი ჩვენ უსაფრთხოებას ალომბარდებს და ჭამს
ეკონომიკა კეთილდღეობის სწრაფად მიღწევის ჩვენ შანსს ალომბარდებს და ჭამს და ა.შ და ა.შ.სისტემა როგორ მუშაობს, რომ გესმოდეთ, მიხვდებოდით, რომ ყველა იმას ჭამს, რაც აბარია, როგორც ერთი რუსი ჰყვებოდა ხოლმე საბჭოთა კავშირზე
ასე ხურდავდება ჩვენი შვილების მომავალი, ჩვენი სიცოცხლე, უსაფრთხოება, სამართალი, პერსპექტივა ფულზე, მერე ლომბარდდება და იჭმევა – დიდი კოვზით, წლიდან წლამდე
ეს გაიაზრეთ და ამაზე აღშფოთდით
(ექსპერტიზის ბიუროს ამბავს მოვაყოლე)”
წერს გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.