ჯანმოს ხელმძღვანელი თვითიზოლაციაში გადავიდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი, კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, თვითიზოლაციაში გადავიდა, – ამის შესახებ ჯანმო-ს ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” თავად წერს.

მისი თქმით, თავს კარგად გრძნობს, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლის შესაბამისად, რამდენიმე დღით თვითიზოლაციაში გადადის და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

“კარგად ვარ და სიმპტომები არ მაქვს, მაგრამ უახლოეს დღეებში კარანტინში ვიქნები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლის შესაბამისად და ვიმუშავებ სახლიდან. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ყველანი ვიცავდეთ სამედიცინო მითითებებს. ასე დავარღვევთ კოვიდ 19-ის გადაცემის ჯაჭვებს, ჩავახშობთ ვირუსს და დავიცავთ ჯანდაცვის სისტემებს”, – წერს ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.