ჯაფარიძე, ხვიჩია, მეგრელიშვილი – გირჩის განახლებული საარჩევნო სია

პარტია გირჩმა პრაიმერიზის პრინციპით საარჩევნო სია დააკომპლექტა. სიის პირველი ნომერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გახდა. სიის პირველი ათეული ასეთია:

  1. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე;
  2. იაგო ხვიჩია;
  3. ვახტანგ მეგრელიშვილი;
  4. ალექსანდრე რაქვიაშვილი;
  5. ჰერმან საბო;
  6. ლევან ჯგერენაია;
  7. ამირან ტორონჯაძე;
  8. ვახტანგ ზენაიშვილი;
  9. ალექსანდრე თარხან-მოურავი;
  10. გიორგი ლომინაძე

სია გირჩის ამომრჩევლებმა გირჩის პორტალზე პარტიის ციფრული ვალუტის მეშვეობით შეადგინეს.

ცნობისთვის, გირჩმა საარჩევნო სია გუშინ დააკომპლექტა, თუმცა სერვერის პრობლემის გამო, როგორც პარტიამ განმარტა, სია საბოლოო ვარიანტს არ წამოადგენდა. ამიტომ გირჩის ამომრჩევლებმა სია დღეს ხელახლა დაასახელეს.

10–ეულში ვერ მოხვდა ვერცერთი ქალი პოლიტიკოსი, მიუხედავად იმისა, რომ გენდერული კვოტების მიხედვით, პარტიამ ყოველი მე–4 ქალი უნდა წარადგინოს. გირჩი კვოტების წინააღმდეგია, ამიტომ მოცემულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, პარტიაში არ არსებობს არც ერთი ადამიანი, რომელსაც აქვს უფლებამოსილება, “აიღოს ეს სია და საკუთარი ხელით ჩაასწოროს და ვიღაცები ჩაამატოს, გინდა ქალი იყოს და გინდა კაცი”.

 

აკრძალვებისა და ჯარიმის მიუხედავად ფიტნესცენტრი “Reformerfitness” ისევ აპირებს მუშაობის გაგრძელებას

ფიტნესცენტრმა, Reformerfitness-მა ქვეყანაში არსებული აკრძალვების მიუხედავად ფუნქციონირება გააგრძელა, რის გამოც ცოტახნისწინ დააჯარიმეს. როგორც ფიტნესცენტრში...

ვინ არის აშშ–ს ახალი პირველი ლედი. ჯო ბაიდენის პირადი ტრაგედია და ახლადარჩეული პრეზიდენტის გამორჩეული...

აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ჯო ბაიდენის მეუღლე, 69 წლის ჯილ ბაიდენი, რომელიც ამერიკის ახალი...

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთს, თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთს, თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან.უწყება აბაშიძე-კარასინის ფორმატში გამართულ...

ევროპა საკარანტინო შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს

ევროპა თანდათანობით საკარანტინო შეზღუდვების გაუქმებას იწყებს, რომლებიც კორონავირუსის მეორე ტალღის გამო შემოიღეს. ლღეს ევროპის...

პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს

პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული ორი პირი  გაათავისუფლეს. მათ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ცოტა ხნის წინ...

“ზამთრის მარაგი”-სოციალურ ქსელში სამსახურის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების დასახმარებლად ჯგუფი შეიქმნა

სოციალურ ქსელში, მოქალაქეებმა ახალი ჯგუფი შექმნეს, რომელიც მიზნად ისახავს სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების დახმარებას. დღეიდან...

შეხვედრაზე 2019 წლის მოვლენები ნახსენები არ ყოფილა,ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია – ზურაბ აბაშიძე

2019 წლის მოვლენები შეხვედრაზე ნახსენები საერთოდ არ ყოფილა; ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია, -...

გია ვოლსკი ოპოზიციის პროტესტს რუსეთთან “შეთამაშებულ” ქმედებად მიიჩნევს

მმართველი გუნდის  დეპუტატიგია ვოლსკი ოპოზიციის პროტესტს რუსეთთან "შეთამაშებულ" ქმედებად მიიჩნევს. მისი თქმით, რუსეთისა და...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

სისხლის ანალიზის მეთოდი, რომელსაც კიბოს 50 სახეობის ადრეული გამოვლენა შეუძლია ფართომაშტაბიანი გამოცდის სტადიაშია

ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახური ფართომაშტაბიანი ცდებისთვის ემზადება, რომლის დროსაც სისხლის ანალიზის ის მეთოდი უნდა გამოიცადოს, რომელიც კიბოს ადგენს. მეთოდი აშშ–ში შემუშავდა. პოტენციურად, ახალი მეთოდის...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო