ჯაღმაიძის თქმით, თუ სააკაშვილს რამე დაემართება, თავად იქნება პასუხისმგებელი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს რამე დაემართება, ეს მისი პასუხისმგებლობა იქნება.

“სააკაშვილი იქნება პასუხისმგებელი, მან თავად გადაწყვიტა შიმშილობა, მას არ ავალდებულებენ შიმშილობას. ჩვენ მას მოვუწოდეთ და ნებისმიერ მოშიმშილეს მოვუწოდებთ, რომ ეს არის მისი ჯანმრთელობისათვის საზიანო, საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება არ არის ქრისტიანულად გამართლებული აქტი, ამიტომ ყოველ ჯერზე, როდესაც მსგავსი შემთხვევა იქნება, საპატრიარქოს და ნებისმიერი სასულიერო პირის ვალდებულება იქნება, მოუწოდოს ადამიანს, ნუ აყენებს ზიანს…

უმკურნალეთ სათანადოდ ყველა ადამიანს, ვისაც სჭირდება მკურნალობა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს, სამოქალქო კლინიკაში გადაყვანა არ ვიცი, ეს უნდა შეაფასონ. გადაიყვანონ უკვე არის პოლიტიკური განცხადება, იმიტომ რომ აქ არის მთელი ჭიდაობა”,- ამბობს ის TV პირველის ეთერში.

მისივე შეფასებით, ექსპრეზიდენტის შიმშილობა პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება, რადგან მას “ხელისუფლებაში მოსვლა უნდა”.

ბრძნული გადაწყვეტილება იქნებოდა, ქარველებს საკუთარი საზღვარი ჩაეკეტათ რუსი ტურისტებისთვის–კინზინგერი

ბრძნული გადაწყვეტილება იქნებოდა, ქართველებს საკუთარი საზღვარი ჩაეკეტათ და არ შეეშვათ რუსი ტურისტები თუნდაც მცირე...

კრემლი სამხედრო მობილიზაციას ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალშიც გეგმავს

გამოცემა “მედუზას“ ინფორმაციით კრემლში განიხილავენ უკრაინასთან ომისთვის მობილიზაციის შესაძლებლობას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალშიც. ამის...

Pink Floyd–ის დამუფუძნებელმა უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ პოლონეთში კონცერტი გააუქმა

ჯგუფ Pink Floyd–ის დამფუძნებელმა, როჯერ უოტერსმა გააუქმა პოლონეთში დაგეგმილი კონცერტი იმის გამო, რომ მისმა...

რუსთავში საცხოვრებელი კორპუსიდან გოგო გადმოვარდა

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსიდან 18 წლის გოგო გადმოვარდა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს და წერს, რომ დაშავებული სასწრაფო...

აშშ–ს თვითმფრინავები, რომლებიც სტრატეგიულ ბირთვულ იარაღს აკონტროლებს ჰაერშია

აშშ–მ ჰაერში აწია ერთ–ერთი ყველაზე იშვიათი და უნიკალური თვითმფრინავები  RC-135S “Cobra Bell“, რომელიც სტრატეგიული...

“დაწესდეს შეზღუდვები რუსებისთვის” – საქართველოს მოქალაქეებმა მანიფესტი შექმნეს

რუსეთ-უკრაინის ომის დროს საქართველოში უკონტროლოდ შემოსულ რუსეთის მოქალაქებისათვის, საქართველოს მოქალაქეები შეზღუდვების დაწესებას მოითხოვენ და...

ირანი კიევს მოუწოდებს, არ მოექცეს მესამე მხარის გავლენის ქვეშ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ნასერ ქანაანის თქმით, უკრაინა უნდა ეცადოს, რომ მესამე მხარის გავლენის...

“ირანმა უკრაინელების მკვლელობის მხარდაჭერა გადაწყვიტა” – პოდოლიაკი

"ირანმა გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს რუსეთს და ტექნოლოგიურად ჩამორჩენილ ქვეყანას უკრაინელების მკვლელობისთვის თანამედროვე დრონები მისცეს..წლების განმავლობაში...

მსოფლიო „დიდი საფრთხის“ წინაშეა – გაეროს გაფრთხილება

გაეროს გენერალური მდივანი სახელმწიფოთა ლიდერებს შეახსენებს, რომ მსოფლიო „დიდი საფრთხის“ წინაშე იმყოფება. პანდემიით გამოწვეული სამწლიანი პაუზის შემდეგ, გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეა ფიზიკური დასწრებით ნიუ-იორკში...

საშიში სიგნალები: მეცნიერებმა გულის უკმარისობის ნაკლებად შესამჩნევი სიმპტომები დაასახელეს

ახალ კვლევაში ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაციამ დაასახელა ყველაზე გავრცელებული ადრეული სიმპტომები, რომლებსაც ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ. გულის უკმარისობა– ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომლის წამალი ჯერჯერობით არ...

Pink Floyd–ის დამუფუძნებელმა უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ პოლონეთში კონცერტი გააუქმა

ჯგუფ Pink Floyd–ის დამფუძნებელმა, როჯერ უოტერსმა გააუქმა პოლონეთში დაგეგმილი კონცერტი იმის გამო, რომ მისმა პოზიციამ უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით  აღშფოთება გამოიწვია. ამის შესახებ ასოშეითედ...