ორშაბათი, 23 დეკემბერი , 2024, 08:57

ჯერი არის ოპოზიციაზე – ღარიბაშვილი მელიას გათავისუფლებაზე

“ახლა ჯერი არის ოპოზიციაზე ” – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას ციხიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვას. 

“რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ერთად დოკუმენტზე ხელმოწერით, შევქმენით საფუძველი იმისათვის, რომ ბატონი მელია არ დარჩენილიყო საპატიმროში. აქედან გამომდინარე, მე მგონი პასუხი არის გაცემული კიითხვაზე და შესაბამისად, ჯერი არის ოპოზიციაზე და მის ქმედებაზე”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.