ჯიბრზე ვაძლევთ ხმას? იმ ქვეყანაში ხომ ჩვენ თვითონვე ვცხოვრობთ – ნონა მამულაშვილი

“ჯიბრზე ვაძლევ ხმას? იმ ქვეყანაში ხომ ჩვენ თვითონვე ვცხოვრობთ”- ეს განცხადება, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ნონა მამულაშვილმა ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში, ტელეწამყვან არჩილ გამზარდიასთან გადაცემაში გააკეთა. ნონა მამულაშავილის თქმით, “ქართულ ოცნებას” მმართველობის 9 წლის თავზე, სალაპარაკო კვლავ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დასრულება აქვს.

“ქართული ოცნება არ არის ის ძალა, რომელსაც აქვს რესურსი რომ რაიმე პოზიტიური დღის წესრიგი შექმნას ან საერთოდ რამე შესტავაზოს ამომრჩეველს, მთლიანი პოლიტიკური კამპანია აქვს აგებული იმაზე როგორ დაასრუელებენ “ნაციონალურ მოძრაობას”. ხალხს რომელსაც რაღაცის ხედვა აქვს, ამის გარდა სალაპარაკო არ უნდა ჰქონდეს 9 წლის თავზე? ამისთანა პოლიტიკურ ძალას რატო უნდა ვენდო მე. როგორც ამომრჩეველი, როგორც უნდა მომწონდეს თუ არ მომწონდეს ”ნაციონალური მოძრაობა” ან სხვა ოპოზიციური პარტია. ანუ რას ვაძლევ ხმას ჯიბრზე ვაძლევ ხმას? იმ ქვეყანაში ხომ ჩვენ თვითონვე ვცხოვრობთ, აი იმ ჯიბრზე აშენებულ ქვეყანაზე, იმ ჯიბრზე გაკეთებულ მავნებლობაში. არჩევანი გვაქვს ან პროგრესის ან წინსვლის ან რეგრესის რომელსაც გვთავაზობს ქართული ოცნება.” –  ამბობს ნონა მამულაშვილი.