ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ჩინეთში ვიზიტი გადადო. გადადების მიზეზად მისი კორონავირუსით ინფიცირება სახელდება.
“სიმპტომები არ მაქვს. თავს კარგად ვგრძნობ. თუმცა, ტესტზე დადებითი პასუხის გამო, სამწუხაროდ, ვიზიტის გადადება მომიწია”, – თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა.