ჯო ბაიდენის განცხადების შემდეგ, რუსეთმა აშშ-დან ელჩი გამოიწვია

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადების შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებისა და ამერიკის ახალი ხელმძღვანელობის პოლიტიკის გასაანალიზებლად, მოსკოვში მიიწვიეს. იფნორმაციას ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ავრცელებს. ზახაროვას თქმით,  რუსეთი დაინტერესებულია, აშშ-სთან ურთიერთობებში არ იქნეს დაშვებული ” შეუქცევადი დეგრადაცია”.

“ჩვენთვის მთავარია გავარკვიოთ რა გზით შეიძლება გამოსწორდეს მძიმე მდგომარეობაში მყოფი რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები, რომელიც ვაშინგტონმა, ბოლო წლებში, ფაქტობრივად, ჩიხში შეიყვანა”, – ამბობს ზახაროვა.

გადაწყვეტილება, რუსეთმა მას შემდეგ მიიღო,რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, მიაჩნია თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „მკვლელად“.ბაიდენის თქმით, იანვარში პუტინთან სატელეფონო საუბრისას მან გააფრთხილა რუსეთის პრეზიდენტი „შედეგების“ შესახებ იმ შემთხვევაში, თუკი საპრეზიდენტო არჩევენებში რუსეთის ჩარევა დადასტურდებოდა.

“პუტინი პასუხს აგებს. ჩვენ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. მას მე კარგად ვიცნობ. როდესაც საუბარი დავიწყეთ, ვუთხარი: მე თქვენ გიცნობთ, თქვენ მე მიცნობთ. თუკი ეს დადასტურდება, მზად იყავით”,– თქვა ბაიდენმა.

ცნობისთვის, დღეს გამოქვეყნდა ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ სავარაუდოდ რუსეთმა, უშუალოდ პუტინის ხელმძღვანელობით, აშშ–ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა სცადა. ამის გამო აშშ–მ რუსეთს შესაძლოა ახალი სანქციები დაუწესოს.

The Guardian: უკრაინა ტაქტიკურ გამომგონებლობას იჩენს და კვლავ გვაოცებს

რიაზანისა და ენგელსის მახლობლად მდებარე ორ რუსულ საჰაერო ბაზაზე აფეთქებები კიევის ტაქტიკური ოსტატობისა და...

ბოლო 24 საათში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 7 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს დონეცკის ოლქის ვერხნოკამიანსკეს,...

რუსეთში, კურსკის აეროდრომზე აფეთქება მოხდა

კურსკის აეროდრომის მიდამოში დრონის თავდასხმის შედეგად ნავთობის შესანახი ავზი აფეთქდა. ამის შესახებ  კურსკის რეგიონის...

პუტინი ბუნკერში გამოკეტეს, რომ ხალხი არ შეაშინონ “ლიდერის” ჯანმრთელობის მდგომარეობით –ფეიგინი (ვიდეო)

რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი ვარაუდობს, რომ პუტინი ბუნკერშია დამალული, რათა ხალხი დიქტატორის ავადმყოფური იერით...

არავის წაუყვანია, რა გვჭირს ჩვენ ვინმეს წასაყვანი – ჯამბულათ ხოფერიას მამა ღარიბაშვილს

"მე გულს უკვე ვეღარაფერი მატკენს სიტყვაზე ვამბობ უადგილოდ უაზროდ ნათქვამ სიტყვაზე უბრალოდ ქვეყნის მმართველს...

პუტინმა ყირიმის ხიდი მოინახულა, რომელიც ცოტა ხნის წინ აფეთქებებს გადაურჩა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დროებით ოკუპირებული ყირიმის ხიდს ეწვია, რომელიც ცოტა ხნის წინ აფეთქებებს...

საქართველოს არ აქვს პოტენციალი, რომ ომში ჩაერთოს, ეს არც იქნებოდა სწორი – ზურაბიშვილი

''საქართველო არის სოლიდარული უკრაინის მიმართ, საქართველომ იცის თუ რა ფასს იხდის დღეს უკრაინა თავისუფლებისთვის...

გარდაცვლილების პატივისცემა იქნება, თუ საქართველოს ომში ჩათრევას ავარიდებთ – სარჯველაძე

''გადმოსვენებაში დახმარება იქნება ეს თუ სამხედრო პატივით დაკრძალვა, ვინ, როდის და რამდენჯერ მოვიხსენიებთ ლოცვებში...

დასახელებულია 2022 წლის ყველაზე დაუცველი პაროლები: შეამოწმეთ არის თუ არა თქვენი სიაში

NordPass-ის ექსპერტებმა გააანალიზეს 2022 წელს მონაცემთა დარღვევის შედეგად გაზიარებული 3TB პაროლები და შეადგინეს 200 ყველაზე გავრცელებული და ამავე დროს სუსტი პაროლის სია. ათი "ლიდერი" წლიდან...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

დემი მური ბოიფრენდს დაშორდა

ამერიკელი მსახიობი დემი მური, რომელმაც ცოტა ხნის წინ 60 წლის იუბილე მხიარულად აღნიშნა, როგორც ჩანს, ისევ  მარტოა. Us Weekly-ის ცნობით, ის თავის ბოიფრენდს, შვეიცარიელ...