ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორთა საბჭომ საქართველოსათვის დახმარების გამოყოფის პროგრამა დაამტკიცა. 2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთათვის 600 000 ევროს მოცულობის დახმარების 3-წლიან პროგრამას იწყებს.
პროგრამის ფარგლებში საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულ პირებს ფსიქოლოგიურ, სამედიცინო და მატერიალურ დახმარებას გაუწევენ, რაც შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, ჯანდაცვის სერვისის მიღებაში დახმარება, ტრენინგები და სხვა პროგრამები. პროგრამისთვის პირველ ეტაპზე 600 000 ევრო გამოიყო. დახმარების დეტალები საქართველოს მთავრობასთან და ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შემდეგ გახდება ცნობილი.
იუსტიციის სამინისტროში ამბობენ, რომ საქართველო პირველი ევროპული ქვეყანაა, რომლისთვისაც დირექტორატმა დახმარების პროგრამა შეიმუშავა.
პროგრამაში ჩართული იქნებიან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ის სავარაუდოდ მომავალი წლიდან ამოქმედდება.