ჰამასის ლიდერების მეოთხედზე მეტი ახლო აღმოსავლეთში იმალება – IDF

ისმაილ ჰანიე და აიათოლა ალი ხამენეი

ტერორისტული ორგანიზაციის ჰამასის უმაღლესი პოლიტიკური და დიპლომატიური ხელმძღვანელობა ცხოვრობს და მოქმედებს ღაზას სექტორის გარეთ. განაცხადა ორშაბათს ისრაელის სამხედრო დაზვერვის დირექტორატმა.

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF)  ცნობით, ჰამასის ოფიციალური პირების მეოთხედზე მეტი, მათ შორის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, ისმაილ ჰანიე, მოქმედებს ღაზას სექტორის გარეთ, მათ შორის ირანში, ყატარში, ლიბანსა და თურქეთში.

ჰანიე, რომელიც კვირას ირანის ლიდერს,  აიათოლა ალი ხამენეის შეხვდა, არის ჰამასის პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი, რომელიც მოქმედებს ყატარის დედაქალაქ დოჰაში.

IDF-ის ცნობით, ჰამასის ზოგიერთი უცხოური ფილიალი ფუნქციონირებს ისეთ ქვეყნებში, სადაც დაჯგუფებას ოფიციალური წარმომადგენლობა არ აქვს.