ჰამასის ლიდერმა, ილონ მასკი ღაზას სექტორში მიიწვია

“ჰამასის” მაღალმა თანამდებობის პირმა ოსამა ჰამდანმა  ბიზნესმენი ილონ მასკი ისრაელის დაბომბვის შედეგების სანახავად ღაზას სექტორში მიიწვია. ამის შესახებ ჰამდანმა, ბეირუთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ჩვენ ილონ მასკს ვიწვევთ ღაზაში რათა ნახოს ის საშინელებები, რაც ღაზის სექტორის ხალხის მიმართ არის ჩადენილი” – თქვა ოსამა ჰამდანმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ილონ მასკი ისრაელს ეწვია, სადაც პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა და ჰამასის ტერორისტების მიერ დარბეულ კიბუცს ესტუმრა.