ჰამასის ტერორისტულ ობიექტებზე ფართომასშტაბიან შეტევას ვახორციელებთ – ისრაელი

ისრაელი ღაზის სექტორში, ჰამასის ტერორისტულ ობიექტებზე ფართომასშტაბიან შეტევას ახორციელებს. შესაბამის ინფორმაციას, ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ისრაელის საჰაერო ძალების გამანადგურებლები ინტენსიურად ესხმიან თავს სამიზნეებს, მათ შორის ღაზის სექტორში განთავსებულ სამხედრო კომპლექსებსა და იარაღის საწყობებს.

7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.