“რაც შეეხება საზღვრის კვეთის საქმეს, ამ საქმეში მთავარი ამოსავალია, რომ მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ვიღაცას მოსწონს, არ მოსწონს, მაგრამ ამ ქვეყნის ისტორიაში მთავარი რეფორმატორი იდევნება საქართველოს ხელიუფლების უსამართლო მართლმსაჯულების მიერ.
მან გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნება. ამ დროს ფორმალური ნაწილი, რაზეც არის საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი პატივისცემით ვართ განმსაჭვალული ყველა იმ პროცედურის მიმართ, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს ქვეყანაში შემოსვლა-გასვლის საკითხს, მაგრამ როდესაც ადამიანი გაძევებულია ქვეყნიდან და მის სამშობლოში დაბრუნებას ხელისუფლება უკავშირებს მთელ რიგ აგიტატორულ სპეკულაციას, რომ აქ შეიძლება არეულობა იყოს და ამ დროს მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში ბრუნდება მშვიდობიანად, ეს არ არის სისხლის სამართლებრივი შეფასების საკითხი, სისხლის სამართლებრივი დასჯადობის კატეგორია.
ამ ლოგიკით ზვიად გამსახურდიასაც წაუყენებდა პროკურატურა ბრალდებას. მე მიმაჩნია, რომ ეს არც უნდა იყოს დასჯადობის თვალსაზრისით [განხილული], ეს პოლიტიკური, ჰეროიკული აქტია მესამე პრეზიდენტის მხრიდან, რომელიც დაბრუნდა საკუთარ სამშობლოში”
ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია TV კავკასიის ეთერში.