ჰეროინის შემცველი 1კგ ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის კახეთში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა კახეთში, საგარეჯოს რაიონ სოფელ მუღანლოში ერთი პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, სავარაუდოდ სარეალიზაციოდ გამიზნული ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინის” შემცველი ერთი კილო ნარკოტიკი ამოიღო.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.