ჰესბოლა, ღაზაში დაღუპულ მშვიდობიან მოსახლეობაზე პასუხისმგებლობას აშშ-ს აკისრებს

ტერორისტული დაჯგუფების ჰეზბოლას ლიდერი, ჰასან ნასრალა აშშ-ს პირდაპირ პასუხისმგებლობას აკისრებს ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე.

ეს ნასარალას პირველი განცხადებაა მას შემდეგ რაც ჰამას-ისრაელის ომი დაიწყო.

”დღეს ღაზაში მსხვერპლი, მოწამეები, დაშავებულები ამხელენ ამ ერთეულის ბარბაროსობის ნამდვილ ბუნებას, ერების თანამონაწილეობას, ამერიკის პასუხისმგებლობას ყველა ჩადენილ დანაშაულში და ფარისევლობას საერთაშორისო რეგულაციების გამოყენებისას. გაეროს უშიშროების საბჭოში „ისრაელის“ დაგმობას სწორედ ამერიკა უშლის ხელს. ამერიკა არის ის, ვინც ხელს უშლის ცეცხლის შეწყვეტას. ამერიკა არის უდიდესი სატანა, იმამ ხამენეის სიტყვებით, და უნდა დაისაჯოს ყველა დანაშაულისთვის.” – ამბობს ნასრალა.