არ მგონია, რომ კალაძეს შეიძლება კრიტიკა ეკუთვნოდეს იმის გამო, რომ სხვა მას აქებს. ეს არ შეიძლება. იცით, რა არის? ნუ გააკეთებთ პირდაპირ პარალელებს, მაგრამ მხოლოდ პრინციპის ასახსნელად ვამბობ – მაგალითად, ჰიტლერს თუ მოსწონდა ბეთჰოვენი, ბეთჰოვენის ნაკლია თუ ჰიტლერზე შეგიძლიათ… არ შეიძლება ასე ლაპარაკი.
ასე ეხმაურება ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე რუსი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის განცხადებას, რომელმაც გუშინ, 4 მაისს სანქციებზე გაკეთებული კომენტარის გამო თბილისის მერი, კახა კალაძე შეაქო.