“Говорит Москва!”- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში გამოსვლას, სადაც პრემიერმინისტრმა პუტინისა და მისი რეჟიმის რიტორიკა გაიმეორა და თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი NATO-ს გაფართოება იყო.
Говорит Москва!
— Rasa Juknevičienė (@RJukneviciene) May 30, 2023
“ყველამ იცის მგონი მიზეზი […] ერთ-ერთი მიზეზი იყო NATO, NATO-ს გაფართოება და ბევრი სხვა მიზეზი. […] არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის ნება და განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი, ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა კითხვის საპასუხოდ.
უკრაინაში შეჭრის საბაბად “NATO-ს გაფართოებას” ასახელებს კრემლიც.