დამოუკიდებელი რუსული გაზეთი “Novaya Gazeta” დროებით მუშაობას წყვეტს. გაზეთის რედაქტორის ინფორმაციით, მუშაობა შეჩერებულია უკრაინაში რუსეთის “სპეციალური ოპერაციის” დასრულებამდე.
“ამის შემდეგ ჩვენ ვწყვეტთ გაზეთის გამოქვეყნებას ვებ-გვერდზე, ქსელებში და ქაღალდზე – „უკრაინის ტერიტორიაზე სპეცოპერაციის“ დასრულებამდე.”- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
Новая Газета-ს განცხადებით მათ მიიღეს კიდევ ერთი გაფრთხილება რუსეთის ფედერალური აღმასრულებელი სააგენტოსგან. ახალი კანონის შესაბამისად გაზეთის ვებგვერდიდან უკვე წაიშალა მასალა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, რუსეთში, 4 მარტს რუსულ არმიაზე “ფეიკნიუსის გავრცელება” სისხლის სამართლის დანაშაული გახდა და ასევე აიკრძალა სიტყვა “ომის” გამოყენება. აღნიშნული კანონების მიღების შემდეგ, Dozhd-მა, Ekho Moskvy-მ, BBC-მ, CBC-მ და Bloomberg-მა რუსეთში მაუწყებლობა შეწყვიტა.