ОДКБ-ს წევრი ქვეყნები რუსეთის ომს მხარს არ უჭერენ – უკრაინის დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი ქვეყნები მხარს არ უჭერენ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ.

უწყების ცნობით, ОДКБ-ს სომხეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, ბელარუსსა და ტაჯიკეთს არ სურთ მონაწილეობა მიიღონ უკრაინის წინააღმდეგ ომში.

“მიუხედავად რუსეთის ფედერაციის დაჟინებული თხოვნისა, ОДКБ-ს წევრებს არ სურთ გადაწყვეტილების მიღება სამშვიდობო ოპერაციების ჩატარებაზე თავიანთი ქვეყნების ფარგლებს გარეთ. მათ შორის ე.წ. “DPR” და “LPR”-ის ტერიტორიაზე.

სანაცვლოდ, ОДКБ-ს წევრებმა შეიძლება განიხილონ რუსეთში ან ბელორუსში ეროვნული კონტიგენტების შეზღუდული განლაგება, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოფიციალური განცხადება გაკეთდება უკრაინის თავდასხმის შესახებ მათ ტერიტორიაზე”,– აცხადებს დაზვერვა.

მათივე ინფორმაციით, 15 აპრილს ყაზახეთის თავდაცვის მინისტრმა რუსლან ჟაკსილიკოვმა განაცხადა, რომ ყაზახეთს არ მიუღია მოთხოვნა უკრაინაში ეროვნული ჯარების გაგზავნის შესახებ.

“მან დაადასტურა, რომ ОДКБ-ს სამხედრო კომიტეტის ბოლო სხდომაზე უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის საკითხი არ განიხილებოდა.

ამჟამად ОДКБ-ს ყველა წევრი ქვეყანა (რუსეთისა და ბელარუსის გარდა) ნეიტრალურია რუსეთის შემოჭრის საკითხში. არცერთი მათგანი არ აღიარებდა ყირიმის ანექსიას და DPR/LPR-ის დამოუკიდებლობას”,– წერია სადაზვერვო ინფორმაციაში.