კვირა, 22 დეკემბერი , 2024, 07:05

ყირიმში რუსული პროპაგანდისტული არხის, Россия сегодня-ს რეგიონული ფილიალის უფროსი პოლიგონზე სროლისას დაიღუპა

რუსული მედიის ინფორმაციით უბედური შემთხვევის შედეგად ანექსირებული ყირიმის საწვრთნელ პოლიგონზე დაიღუპა სვეტლანა ბაბაევა, რომელიც Россия сегодня-ს სიმფეროპოლის ფილიალს ხელმძღვანელობდა.

მისი გარდაცვალების გარემოებები არ კონკრეტდება, თუმცა ტელეგრამ არხებზე წერენ, რომ ის შემთხვევით ტყვიას ემსხვერპლა.

ბაბაევა 50 წლის იყო, ბოლო ორი ათწლეული ის კრემლთან დაახლოებულ მედიაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. Россия сегодня-ს სიმფეროპოლის ბიუროს კი 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა.

ტელეარხის ხელმძღვანელმა, კრემლის პროპაგანდისტმა, მარგარიტა სიმონიანმა ტელეგრამ არხზე დაწერა:

“გუშინ განვიხილავდით ერთად, როგორ განვვითარდებით ახალ ტერიტორიებზე… ოხ, სვეტა, სვეტა, ასე როგორ შეიძლება…“

“მოუსვენარი სვეტა. იყო უმაღლესი სტანდარტის პროფესიონალი, სუფთა ჟურნალისტური ბიოგრაფიით. გულთბილი ადამიანი, რომელიც გულმოდგინედ იდგა რუსეთის გვერდით. სურდა მხარი დაეჭირა ჩვენი გმირებისთვის”,- განაცხადა, Россия сегодня-ს კიდევ ერთმა ხელმძღვანელმა, დიმიტრი კისელიოვმა