აბაშაში თხილის საკრეფად წასულ კაცს ეძებენ

აბაშაში, სოფელ ქოლობანში თხილის საკრეფად წასული კაცი გაუჩინარდა.

ახმედ ბუსკანძე თანასოფლელებთან ერთად თხილის საკრეფად ხობიდან იყო წასული, მუშაობის პროცესში ის ჯგუფს ჩამორჩა და მის კვალს ამ დრომდე ვერ მიაგნეს. არსებული ინფორმაციით, სამუშაო ადგილზე მისი მობილური ტელეფონი და სხვა პირადი ნივთები იპოვეს.