აბაშიძე-კარასინის ფორმატს თავისი თავი არ ამოუწურავს – გახარია

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია ფიქრობს, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატს თავისი თავი არ ამოუწურავს.

მისი თქმით, ფორმატის გამოყენება მაქსიმალურად უნდა მოხდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ცალმხრივი იქნება.

“სარგებელი მოაქვს თუ არ მოაქვს, ეს ცოტა ისეთი საკითხია… მაგრამ თავისი თავი არ ამოუწურია. იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი ორმხრივი არხი პირველ რიგში ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად. ეს არხი სულაც ცალმხრივი რომ იყოს, ამ არხზე უარის თქმა ვფიქრობ, რომ არ არის სწორი. ამიტომ ეს არხი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, განსაკუთრებით ჰუმანიტარული და ეკონომიკური განზომილების მიმართ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ეს განცხადება გახარიამ ოცნების დეპუტატის, ნიკოლოზ სამხარაძის კითხვის პასუხად გააკეთა. სამხარაძემ მას ჰკითხა, “რა სარგებლობა მოაქვს აბაშიძე-კარასინის ფორმატს და ხომ არ ამოწურა მან თავისი თავი?”.

ცნობისთვის, აბაშიძე-კარასინის ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 2012 წელს შეიქმნა.